მონაცემთა შეგროვების თვისობრივი მეთოდის ანალიზი
ძალიან
მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ისეთი უკუკავშირის მიწოდება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ წინსვლას. ჩვენ მოსწავლეებს უნდა ვაწვდიდეთ ცხად, აღწერით, კრიტერიუმებზე დაფუძნებულ უკუკავშირს, რომელიც მათ მკაფიოდ აუხსნის ი მ ა ს , თუ თავიანთი განვითარების მხრივ სად არიან ისინი ამჟამად, რომელია მათი ძლიერი და სუსტი მხარეები კონკრეტული დავალების დროს, როგორ შეიძლება არსებული პრობლემის მოგვარება, როგორ შეიძლება წაიწიონ წინ, დასახული მიზნისკენ. მასწავლებელი ამ დროს გასცემს რეკომენდაციას სწავლის შედეგების გაუმჯობესების შესახებ. ეს რეკომენდაციები გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ დასაშვები ფორმით, კორექტულად, მოსწავლის თავმოყვარეობის შელახვის გარეშე.
მნიშვნელოვანია ,რომ მოსწავლეები ჩემთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი შეფასებაში,თუმაცა
პირველ ჯერზე არც თუ ისე სახარბიელო შედეგი გვქონდა. მათი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა
და ეს ძალიან კარგია.
შედეგი შემდეგნაირია : ძალიან მწირი
ლექსიკა , კრიტერიუმების არცოდნა , არასწორი შეფასება , კომენტარებში აღმოჩნდა რომ
აღმოაჩინა მეგობრის სუსტი მხარე,თუმცა ვერ დაუსაბუთა მისი გამოსწორების გზა,ვერ უჩვენა
დაძლევის გზა.
ნიმუშად გთავაზობთ პრე „ წარმატების კონვერტებიდან „ ამოღებულ შეფასების ნიმუშებს
:
1. „ ანი შენ სულ მომზადებული
ხარ“
2. „ ლუკას ჰქონდა ნამუშევარში
ხარვეზები ‘’
3. „ შენი პასუხები არასწორი იყო
და ამიტომ გიწერ დაბალ შეფასებას „
4. „ მისი დავალება იყო დღეს კარგი
„
5. „ მონიკას ქონდა დიზაინი და
დავალება „
Комментариев нет:
Отправить комментарий