12. მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი მეთოდი
( ანკეტირება)
პრობლემის
გამოსაკვეთად ანკეტირება ჩავატარეთ როგორც მოსწავლეებში , ასევე გამოვკითხეთ სკოლის
მასწავლებლები და მშობლები. გამოვკითხე მე-5 და მე-6 კლასის 17 მოსწავლე , ამ მოსწავლეების
10 მშობელი , ამ მოსწავლეების 18 მასწავლებელი. ანკეტირების მიზანი იყო გამოგვეკვეთათ პრობლემა.მოსწავლეებისთვის დამზადებულ
ანკეტირებაში მათ შევეკითხეთ მასწავლებლები იყენებენ თუ არ გაკვეთილზე განმავითარებელ
შეფასებას, მათთვის რა მნიშვნელობა აქვს,როცა მასწავლებელი ზეპირ კომენტარს უკეთებენ, ჩართულნი არიან თუ არა განმავითარებელი შეფასების რუბრიკის სქემის
შედგენაში, აქვთ თუ არა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით მასწავლებლები უზიარებენ თუ
არა ერთმანეთს გამოცდილებას და ბოლოს მათთვის რა უფრო მნიშვნელოვანია ქულებით შეფასება
თუ განმავითარებელი უკუკავშირი.
მშობელთა
ანკეტირებისას გვაინტერესებდა იცნობენ თუ არა განმავითარებელი შეფასების რუბრიკებს,შვილებს
ეკითხებიან თუ არა როგორ აფასებენ მათ მასწავლებლები,სკოლაში ვიზიტის დროს საგნის მასწავლებლებისგან
ან დამრიგებლისგან იღებს თუ არა ინფორმაციას განმავითარებელი შეფასების შესახებ და
ა.შ.
მასწავლებელთა ანკეტირებისას გვაინტერესებდა
იყენებენ თუ არა ისინი ყოველდღიურ რეჟიმში გაკვეთილზე განმავითარებელ შეფასებას,რა
პრობლემებს წარმოშობს მისი გამოუყენებლობაჩართულნი ყავთ თუ არა მოსწავლეები განმავითარებელი
შეფასების რუბრიკის სქემების შექმნაში, ყავთ თუ არა წახალისებულნი მოსწავლეები საუკეთესო
განმავითარებელი კომენტარის მიღების შემთხვევაში.
როგორც კი დავიწყე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე მუშაობა,შევადგინე ანკეტირებისთვის კითხვები. ანკეტირება ჩატარდა მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და მშობლებში.
გთავაზობთ ანკეტირებისთვის მომზადებულ კითხვებს.
მოსწავლეთა
ანკეტირება :
ძვირფასო
ბავშვებო, იმისათვის , რომ უკეთ გავიგოთ რამდენმა
იცის განმავითარებელი შეფასების გაკეთება,
გთხოვთ შეავსოთ თქვენთვის შედგენილი კითხვარი :
1.
ჩაწერეთ
თქვენი
ასაკი :
2. შემოხაზეთ შესაბამისი სქესის სიმბოლო
:
მდედრობითი
მამრობითი
3.რომელი კლასის
მოსწავლე ხართ ?
X-XI
4.მასწავლებლები
იყენებენ თუ არა გაკვეთილზე განმავითარებელ შეფასებას?
ა.დიახ ბ.არა გ.იშვიათად
5. ჩართულნი ხართ თუ არა თქვენ განმავითარებელი შეფასებების
სქემების შექმნაში?
ა.დიახ ბ.არა გ.ხშირად დ.იშვიათად
6.თქვენთვის რა
მნიშვნელობა აქვს ,როცა მასწავლებელი ზეპირ კომენტარს გიკეთებთ ?
ა. ზრდის ჩემში სწავლისადმი მოტივაციას
ბ. მიკარგავს სწავლისადმი განწყობას
გ. ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენია
დ. მაძლევს ცოდნას,ზრდის ჩემში კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას
7.როგორ ფიქრობთ უზიარებენ თუ არა თქვენი მასწავლებლები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას განმავითარებელი შეფასების
შესახებ?
ა.ხშირად ბ.იშვიათად გ.არასოდეს დ.არ მსმენია
8.თქვენთვის რომელი
უფრო მნიშვნელოვანია ქულებით ( განმსაზღვრელი) შეფასება თუ სიტყვიერი (განმავითარებელი)
კომენტარები ?
ა.ზეპირი შეფასებები რადგან ვსწავლობ საკუთარი თავის
ძლიერ და სუსტ მხარეებს,ვცდილობ უკეთესი გავხდე
ბ.ქულებით შეფასება რადგანაც მოდურია და აუცილებელია
გ.ზეპირი კომენტარები რადგანაც აუცილებელია ჩემი პიროვნული
განვითარებისთვის,ვსწავლობ შეფასების სტრატეგიებს, ურთიერთშეფასებას
9.თქვენი აზრით
როგორი უნდა იყოს კარგი განმავითარებელი შეფასება ?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------- 2017 წელი
კითხვები მასწავლებლებს :
1.
რამდენად
ხშირად იყენებთ განმავითარებელ კომენტარებს?
ა. ხშირად ბ.
იშვიათად გ. ყოველთვის
2.
როგორ ფიქრობთ, განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად, აუცილებელია
თუ არა სიტყვიერი კომენტარების მიცემა მოსწავლისათვის?
ა. დიახ ბ. არა გ. მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში
3.
ჩართულები არიან თუ არა მოსწავლეები განმავითარებელი
შეფასების რუბრიკის შექმნაში?
ა.
ხშირად ბ. იშვიათად გ. ყოველთვის დ. არასოდეს ჩამირთავს
4.
რა პრობლემებს წარმოშობს განმავითარებელი შეფასების გამოუყენებლობა?
ა. გულგრილობას ბ. მოტივაციის ნაკლებობას გ. არანაირს
5.
როგორ ფიქრობთ, არიან თუ არა მოსწავლეები წახალისებულები
საუკეთესო განმავითარებელი კომენტარის მიღების შემთხვევაში?
ა. დიახ
ბ. არა გ. ნაკლებად
კითხვები მშობლებს :
1.
შეფასების რომელ ფორმებია თქვენთვის, როგორც მშობლისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი?
ა. განმავითარებელი ( სიტყვიერი კომენტარი) ბ. განმსაზღვრელი ( ქულები)
2.
ღებულობთ თუ არა თქვენი შვილისგან ინფორმაციას ყოველდღიურ
რეჟიმში შეფასების შესახებ?
ა. დიახ ბ. არა გ. იშვიათად
3.
სკოლაში ვიზიტის დროს, საგნის მასწავლებლისგან და დამრიგებლისგან
ინფორმაციის მიღებისას, რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის:
ა. ინფორმაცია ქულების შესახებ
ბ. ზეპირი კომენტარები
გ. ორივე მნიშვნელოვანია
4.
ხართ თუ არა ინფორმირებულები, იმის თაობაზე, რომ სკოლაში
ყოველი სემესტრის ბოლოს საგნის მასწავლებლები გასცემენ განმავითარებელ კომენტარებს
მოსწავლეებზე?
ა. დიახ
ბ. არა
გ. ვიცი, მაგრამ არ ვეცნობი ამ შეფასებას.
5.
იცნობთ თუ არა
განმავითარებელი შეფასების რუბრიკებს?
ა. დიახ
ბ. არა
გ. არ ვიცოდი ამ რუბრიკის არსებობის
შესახებ
დ.
ზერელედ
Комментариев нет:
Отправить комментарий