14. I ინტერვენცია ( სამუშაო შეხვედრა მოსწავლეებთან )
ჩემი კვლევის ეფექტიანობისთვის ძალიან
მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებთან შეხვედრა.
მათთან პრეზენტაციის გამართვამ კარგი შედეგი გამოიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ
მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები,ექსპერტებად მყავდა მე-10 კლასის მოსწავლეები.მათმა
ჩართულობამ შეხვედრა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადა.
მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შევახსენე ჩემი კვლევის მიზანი და ასევე ავუხსენი კონკრეტული შეხვედრის მიზანი. შევახსენე რომ ჩემი მიზანია განმავითარებელი შეფასების გააქტიურება სასკოლო საზოგადოებაში,
სწავლის შედეგის, სწავლის პროცესის გაუმჯობესება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, განმავითარებელი შეფასების როლის გააქტიურება და გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლეების დახელოვნება და ჩართვა შეფასების რუბრიკების შემუშავების პროცესში. ერთობლივად გავაუმჯობესოთ სწავლის პროცესი და სწავლის შედეგი,ავამაღლოთ მოსწავლეებში მოტივაცია, ვასწავლო შეფასების სტრატეგიების ფლობა. საკუთარ სწავლაზე მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გაზრდა;
მოსწავლეებს დიაგრამების საშუალებით წარვუდგინე ანკეტირების შედეგები. ( რა
შედეგები დაფიქსირდა მოსწავლეთა ანკეტირებისას,მშობელთა ანკეტირებისას და მასწავლებელთა
ანკეტირებისას. წავუკითხე შეფასების კონკრეტული
მაგალითები,მათ უნდა ეფიქრათ და დაესაბუთებინათ რომელი იყო ეფექტური და არაეფექტური
განმავითარებელი შეფასება. მათ აღნიშნეს ,რომ ხშირად ესმით დამაბნეველი და გაუგებარი უკუკავშირი,რომელიც ჩიხში
აქცევს მათ და განვითარებისთვის პროგრესს არ იძლევა. მათ დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება
,რომ მასწავლებელთა უკუკავშირში უნდა ჩანდეს კონკრეტული შეფასება,რა ცოდნა და უნარები
შეუფასდათ. ასევე ითქვა ისიც ,რომ კონკრეტულ ნაწერში არა მხოლოდ გრამატიკულ შეცდომებზე უნდა გავამახვილოთ
ყურადღება, არამედ მნიშვნელოვანია მოსაზრების არგუმენტირებული დასაბუთება.მოსწავლეს
არა აქვს გამოცდილება მიხვდენენ ნაწერში რომელია
მნიშვნელოვანი , გრამატიკული შეცდომები თუ არგუმენტირებული მსჯელობა.იმისათვის,რომ
რაიმე საქმეში მოსწავლეები საქმეში დავხელოვნდენენ , უნდა ვიცოდენენ რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს. შეხვედრისას
გავხსენით „წარმატების კონვერტები ‘’,რაზეც მომდევნო თავში ვისაუბრებ.
Комментариев нет:
Отправить комментарий