Общее·количество·просмотров·страницы

აქტუალობა


                აქტუალობა

       განმავითარებელი შეფასება საქართველოსთვის შედარებით ახალია, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში განმავითერებელი შეფასება 2016 წლიდან გაჩნდა. 

       ეროვნულ სასწავლო გეგმაში გვიწერიამოსწავლის შეფასების მიზანია სწავლასწავლების ხარისხის მართვა,რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნას“. ვიცით ისიც,რომ სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.ცნობილია ისიც,რომ განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები,როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი,რჩევა-დარიგება,დაკვირვების ფურცელი,თვითშეფასების და ურთიერთშეფასების სქემა,რუბრიკები და სხვა.

   არის თუ არა გააზრებული განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესში და მისი გამოყენების ეფექტურობა მოსწავლეებში ვფიქრობთ,რომ ბუნდოვანია. პრობლემურია ეს საკითხი ჩვენთვისაც. ჩვენ გჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა, რათა დავნერგოთ ჩვენს სასწავლო პრაქტიკაში.

     განმავითარებელი შეფასება არის კარგი სტრატეგია,პროცესი,რომელიც გვაძლევს საშუალებას მოვაგროვოთ ინფორმაცია მოსწავლის შესაძლებლობებზე.მოსწავლეები ჩვენთან ერთად აცნობიერებდნენ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს.

განმავითარებელი შეფასების ბევრი პოზიტიური ნიშანი აქვს, გამოვყოფთ რამდენიმეს:

1.  განმავითარებელი შეფასებისას მოსწავლეთა აზროვნებისა და შემეცნების პროცესები უფრო თვალსაჩინო ხდება როგორც თვით მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლისათვის. ეს ეხმარება მასწავლებელს ადეკვატური მეთოდებისა და სასწავლო რესურსების შერჩევაში.

2.  განმავითარებელი შეფასება მოსწავლეს ეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რას სწავლობს და რამდენად კარგად ეუფლება ცოდნას.

3.  განმავითარებელი შეფასება გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად მზადაა ბავშვი, რომ ცოდნა და უნარები ახალ სიტუაციებში გამოიყენოს.

 4. განმავითარებელი შეფასება გვეხმარება სწავლების დიფერენცირებაში, ჯგუფების სწორად დაკომპლექტებასა და მოსწავლეებისთვის ადეკვატური დავალებების შერჩევაში.

5. მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს ჩატარებული გაკვეთილის ეფექტურობა.

6. განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარების განვითარებას.

7.  განმავითარებელი შეფასება ეხმარება სასწავლო პროცესის მონაწილეებს კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემასა და გამოყენებაში (მასწავლებელიმოსწავლე, მოსწავლე-მოსწავლე, მოსწავლე-მასწავლებელი).

8. ამ დროს ხდება  ერთგვარად შუალედური მონიტორინგი , რადგან განმავითარებელი შეფასების მეშვეობით მასწავლებელი იღებს ინფორმაციას და გადაწყვეტილებებს სწავლების პროცესში დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით შესატანი შესწორებების შესახებ.

 9. განმავითარებელი შეფასება კომფორტს უქმნის და თავდაჯერებას მატებს მოსწავლეს მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვისას.



 კვლევაზე დაწყებული გვქონდა მუშაობა, როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მომავალი სასწავლო წლისთვის ითვალისწინებს ცვლილებებს შეფასების სისტემაში. კონკრეტულად, განმავითარებელი შეფასების კომპონენტის გააქტიურება, რაც გულისხმობს იმას, რომ განმსაზღვრელი შეფასება ყოველდღიური რეჟიმიდან ამოღებული იქნება, მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასებით შეფასდებიან მოსწავლეები შემაჯამებელი დავალების დროს. 

ის, რომ ეს თემა და საკითხი არის აქტუალური, იქიდანაც ჩანს, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მისთვის დათმობილია შემდეგი მუხლები:

თავი IV.   მოსწავლის  შეფასების  სისტემა 

 მუხლი 15. მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და მიდგომები

1. მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.



 მუხლი 16. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი

შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ. განმავითარებელი შეფასება მოსწავლეების მოტივირებას უწყობს ხელს, ეხმარება მათ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების შეცნობაში.ამ ტიპის შეფასების მიზანია:

სწავლის პროცესის/არსებული საჭიროებების შეფასება;

პროგრესის მონიტორინგი;

 დამოუკიდებლობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;

 ცოდნის თვითშეფასება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.

საკვლევი საკითხის  აქტუალობაზე მიუთითებს ასევე ისიც, რომ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებლები ვავსებთ თვითშეფასების კითხვარს, სადაც პუნქტში: მოსწავლეთა შეფასება აუცილებელი კომპონენტია მოსწავლეთა ურთიერთშეფასება, მასწავლებლის მიერ რეგულარულად უკუკავშირის გაცემა მოსწავლეებისადმი, მოსწავლეთა  ჩართვა შეფასების რუბრიკების შემუშავების პროცესში

Комментариев нет:

Отправить комментарий