Общее·количество·просмотров·страницы

კვლევის შედეგები და დასკვნები




                            18. დასკვნები და რეკომენდაციები



     ჩემი  პრაქტიკის კვლევის მანძილზე შეძენილმა გამოცდილებამ და მიღებულმა შედეგებმა მაჩვენა , რომ მოსწავლეებში განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობის გაზრდა ეფუძვნება შემდეგ მნიშვნელოვან ფაქტორებს :

ü  მოსწავლის პროგრესის უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება

ü  მოსწავლის შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინება

ü  მოსწავლისა და მასწავლებლის მჭიდრო თანამშრომლობა

ü  მოსწავლეების ჩართვა განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შექმნაში

ü  მშობლების ინფორმირება და მეტი ჩართულობა განმავითრებელი შეფასების რუბრიკის შემუშავებაზე

  ჩემ მიერ მე-5 და მე-6 კლასებში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის საფუძველზე , შემიძლია დავასკვნა რომ მოსწავლეებში განმავითარებელი შეფასების მიმართ ზერელე, გულგრილი დამოკიდებულების მიზეზი შემდეგია :

ü  მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული ურთიერთშეფასების უნარი

ü  მასწავლებლები არ აღიარებდნენ გაკვეთილზე განმავითარებელი შეფასების აუცილებლობას

ü  მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული საკუთარი თავის შეფასების უნარი

ü  სწავლა - სწავლების პროცესში მასწავლებელთა მხრიდან მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და საჭიროებების არგათვალისწინება



აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ჩემ მიერ გატარებულ იქნა კონკრეტული აქტივობები.განხორციელებული ინტერვენციების შეფასებამ მიჩვენა,რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.

Комментариев нет:

Отправить комментарий