შეხვედრისას გავხსენით „წარმატების კონვერტები „ . მოსწავლეებმა
დაახარისხეს კომენტარები ,აარჩიეს თითო თითო კარგი და ნაკლებად კარგი განმავითარებელი შეფასება,
დაასაბუთეს მისი კარგობა და ნაკლებად კარგობა არგუმენტირებულად.
საჭიროდ ჩავთვალე შეხვედრის ეფექტურობის დასამტკიცებლად მოსწავლეთა შთაბეჭდილებები
დამედო.გთავაზობთ უცვლელი ფორმით ამონარიდებს მათი ნაწერებიდან J
მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეთა შთაბეჭდილებები
:
„
მე უკვე თავისუფლად შემიძლია კარგად შევაფასო ამხანაგი .....
ბევრი
ცოდნა მივიღე , საინტერესო იყო მშობლების აზრი .....
განსაკუთრებით
მომეწონა წარმატების კომენტარების გახსნა და წაკითხვა ......
კიდევ
ერთხელ მივხვდი თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორ განმავითერებელ კომენტარს ,ახალი
იყო ისიც ჩემთვის რომ მშობლებსაც სხვადასხვა აზრები ქონიათ , ზოგს მოსწონს და ზოგს
არა .....
მე
გავიგე,თუ როგორ ხდება შეფასება, გამოკითხვა,ჩვენ ჩავერთეთ ამაში და მე ეს ძალიან მომეწონაა.....
გავიგე
ამ შეხვედრიდან,რომ თურმე ჩვენს მშობლებსაც როგორც ჩვენ, სიტყვიერი შეფასება ურჩევნიათ
და ეს კარგია !
მე ამ შეხვედრით გავიგე ,რომ თუ რა ცოდნასა და
რჩევას გვაძლევს განმავითრებელი შეფასება.ის ჩვენ და მშობლებს გვეხმარება გავიგოთ ჩვენი
კარგი და ცუდი მხარეები. მე ვისწავლე ჩემი თავის და ამხანაგების სწორი შეფასება.
‘’
Комментариев нет:
Отправить комментарий