17. II ინტერვენციის შედეგები და დასკვნები :
პირველი ინტერვენციისას გამოიკვეთა პრობლემა.მოსწავლეებს
გაუჭირდათ ერთმანეთის სწორი და არგუმენტირებული შეფასება,არც შეფასების სტრატეგიას
და ტექნიკას ფლობდნენ,რამაც ანკეტირების შედეგები გაამართლა. ისინი არ იყვნენ ჩართულები
შეფასების სქემების შედგენაში,მასწავლებლებიც არ იყენებდნებ სისტემატიურად გაკვეთილზე
როგორც წერილობით,ასევე ზეპირ განმავითარებელ შეფასებას. გადავწყვიტე ხელმეორედ გამოგვეყენებინა
ინტერვენციისთვის „ წარმატების კონვერტები“ .შედეგი უკეთესი დადგა.
·
გაუმჯობესებული ლექსიკა
·
ცნობენ
სწორად შედგენილ და არასწორად შედგენილ განმავითარებელ კომენტარს
·
სწორად
აფასებდნენ ერთმანეთს
·
შეძლეს
ადეკვატური თვითშფასების გაკეთება
·
გაიზარდა
მოსწავლეთა ჩართულობა
·
გაიზარდა
მოსწავლეთა მოტივაცია
·
გამოუმუშავდათ
არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
·
თავისუფლად
ასაბუთებდნენ საკუთარ დამოკიდებულებას
·
ისწავლეს
სწორი რჩევისა და რეკომენდაციის გაცემა
გთავაზობთ ამონარიდებს , მათ მიერ გაკეთებულ
წერილობითი განმავითარებელი შეფასების ნიმუშებს :
1. „ დღეს შენი მონდომება ჩანს და ეს მომეწონა,თუმცა რჩევა
მექნებოდა უფრო მეტი ინფორმაციით შეგევსო „
2. „დღეს შენ კითხვებს ჭკვიანურად
უპასუხე,თუმცა ერთი შეცდომა დავაფიქირე ,თარიღს ეხებოდა,არასწორი იყო.ჯობდა საერთოდ
არ გეთქვა.“
3. „ვიტო შენი დავალება კარგი
იყო,თუმცა ზოგიერთი რამ მო კლედ იყო,მეტი ინფორმაცია რომ დაგემატებიინა უფრო საინტერესო იქნებოდა“
4. „დათო შენ ყოველთვის მონდომებული
ხარ, მგონი ისტორიის გაკვეთილებით დაინტერესებული ხარ ,მადლობა ამისთვის!“
5. „სანდრო ძალიან გეტყობოდა ნამუშევარი,
ისეთი ინფორმაცია მოგვიყევი რაც წიგნში არ გვქონდა,თუმცა რჩევა მინდა გითხრა ნერვიულობდი
და ამაზე იმუშავე J ‘’
Комментариев нет:
Отправить комментарий