Общее·количество·просмотров·страницы

ანკეტირების შედეგები

     
მოსწავლეთა ანკეტირების ანალიზი :
         მოსწავლეთა ანკეტირების შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა ,რომ მოსწავლეებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლების მიერ გაკეთებულ ზეპირ კომენტარებს , რადგანაც ზრდის მათში სწავლისადმი მოტივაციას,არ არის ერთფეროვანი და მოსაწყენი. ფიქრობენ,რომ ხელს უწყობს  კეთილგანწყობილ დამოკიდებულების შექმნას. ასევე ფიქრობენ ,რომ ზეპირი კომენტარები აუცილებელია მათი პიროვნული განვითარებისათვის, სწავლობენ ურთიერთშეფასებას,შეფასების სტრატეგიებს. მოსწავლეებმა აღნიშნეს,რომ ეფექტური იქნება განმავითარებელი შეფასება თუ მასში ჩანს შეფასების კარგობა, ციტირება მომყავს მოსწავლეთა ნაწერებიდან  „ ჯერ უნდა შეაფასოს ბავშვის კარგი,შემდეგ კი უნდა გადავიდეს ნაკლებად კარგზე და ეს ბავშვს არ უნდა ეწყინოს.ასევე თუ რამეს ვიტყვით, ის უნდა დავასაბუთოთ“.
           




მასწავლებელთა ანკეტირების შედეგად მიღებული  დასკვნა :
მასწავლებლებთან ანკეტირებისას გამოიკვეთა,რომ ისინი ხშირად იყენებენ გაკვეთილზე განმავითარებელ კომენტარებს,თუმცა იშვიათად რთავენ მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შექმნაში,რაც ბუნებრივია გამოიწვევს მოსწავლეებში გულგრილობას და მოტივაციის გაქრობას და ასევე განმავითარებელი კომენტარის მნიშვნელობის შესუსტებას,გულგრილ დამოკიდებულებას.ასევე დაფიქსირდა,რომ უკეთესი იქნებოდა თუ მოსწავლეები იქნებოდნენ წახალისებულნი საუკეთესო განმავითარებელი კომენტარის მიღების შემთხვევაში.გამოიკვეთა ისიც,რომ მასწავლებლები ნაკლებად აძლევენ მოსწავლეებს რეკომენდაციებს როგორ გაუმჯობესონ შეფასება,რათა ისინი დახელოვნდნენ შეფასებაში.დაამატეს ისიც,რომ აუცილებელია მივცეთ მოსწავლეებს საშუალება ხელახლა შეასრულონ ნაწერი.მასწავლებელთა უკუკავშირი ფოკუსირებული უნდა იყოს იმისათვის,რომ მოსწავლეებმა ზუსტად იცოდნენ რა უნდა გააკეთონ,უნდა მივცეთ შანსი გაუმჯობესონ თვითშეფასების,ერთმანეთის შეფასების უნარები.




მშობელთა ანკეტირების შედეგები :

მშობელთა გამოკითხვისას გამოიკვეთა შემდეგი საკითხი.გამოკითხული მშობლების უმრავლესობა ფიქრობს როგორც მშობლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიიღოს ყოველდღიური ინფორმაცია საკუთარი შვილის სიტყვიერი განმავითარებელი შეფასების შესახებ.ისიც გამოიკვეთა ,რომ სკოლაში ვიზიტისას როგორც საგნის მასწავლებელი, ასევე დამრიგებელი აწვდის მათ ინფორმაციას განმსაზრვრელი ასევე განმავითარებელი შეფასების შესახებ.იციან ისიც,რომ მასწავლებლებს უწევთ მოსწავლეების სემესტრული შეფასება.პრობლემა გამოიკვეთა მეხუთე კითხვასთან დაკავშირებით.ჩვენ დავსვით კითხვა იცნობენ თუ არა განმავითარებელი შეფასების რუბრიკას ,გამოკითხულთა ნაწილმა განაცხადა ,რომ იცნობენ თუმცა , ნაწილმა ისიც დაამატა  რომ საერთოდ არ სმენიათი ამ რუბრიკაზე არსებობზე.




ანკეტირების შედეგად მიღებული  დასკვნა :


მასწავლებლებთან ანკეტირებისას გამოიკვეთა,რომ ისინი ხშირად იყენებენ გაკვეთილზე განმავითარებელ კომენტარებს,თუმცა იშვიათად რთავენ მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შექმნაში,რაც ბუნებრივია გამოიწვევს მოსწავლეებში გულგრილობას და მოტივაციის გაქრობას და ასევე განმავითარებელი კომენტარის მნიშვნელობის შესუსტებას,გულგრილ დამოკიდებულებას.ასევე დაფიქსირდა,რომ უკეთესი იქნებოდა თუ მოსწავლეები იქნებოდნენ წახალისებულნი საუკეთესო განმავითარებელი კომენტარის მიღების შემთხვევაში.გამოიკვეთა ისიც,რომ მასწავლებლები ნაკლებად აძლევენ მოსწავლეებს რეკომენდაციებს როგორ გაუმჯობესონ შეფასება,რათა ისინი დახელოვნდნენ შეფასებაში.დაამატეს ისიც,რომ აუცილებელია მივცეთ მოსწავლეებს საშუალება ხელახლა შეასრულონ ნაწერი.მასწავლებელთა უკუკავშირი ფოკუსირებული უნდა იყოს იმისათვის,რომ მოსწავლეებმა ზუსტად იცოდნენ რა უნდა გააკეთონ,უნდა მივცეთ შანსი გაუმჯობესონ თვითშეფასების,ერთმანეთის შეფასების უნარები.


Комментариев нет:

Отправить комментарий