ლიტერატურის მიმოხილვა
როდესაც დავიწყეთ ამ კვლევაზე მუშაობა, პირველ რიგში მოვიძიეთ შესაბამისი ლიტერატურა, რომელიც მრავლად აღმოჩნდა ინტერნეტსივრცეში.
იმ დროიდან დაწყებული, როცა პირველი მასწავლებელი და მოსწავლე გაჩნდა, მუდმივად არსებობს შეფასების პრობლემა. განათლების სისტემამ შეფასების მრავალი ვარიანტი გამოსცადა, სიტყვიერი კომენტარი, ქულა, რანგების მინიჭება, რეიტინგები და ა. შ. შეფასების მეთოდები და გეგმები პედაგოგიურ მეცნიერებაში XV-ე საუკუნიდან იღებს სათავეს. სამეცნიერო და არასამეცნიერო საზოგადოება მუდმივად კამათობს რომელია უკეთესი-ნიშნით შეფასება თუ უნიშნო შეფასება? ნიშნით შეფასება ანუ განმსაზღვრელი შეფასება ამოწმებს რამდენად მზად არის პიროვნება დააკმაყოფილოს ის ნორმები რასაც მოითხოვს ესა თუ ის საზოგადოება, დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ კარგი მოსწავლე იყო ის, ვინც იცოდა ბევრი ლექსი, მოთხრობა, ისტორიული ფაქტი და მსგავსი, მაგრამ ადამიანს თუ არ შეუძლია მისი ცოდნის რეალიზება და ცხოვრებაში გამოყენება ეს არ არის ნამდვილი ცოდნა და მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ერთმანეთისგან. განმსაზღვრელი შეფასება ძირითადად ორიენტირებულია ფაქტობრივი ცდონის შემოწმებაზე. მშრალად აფასებს და არ არის გათვალისწინებული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები. განმსაზღვრელი შეფასების შედეგების მიღების შემდეგ მოსწავლემ ზუსტად არ იცის რა შეუძლია, რა აქვს გასაუმჯობესებელი და რაც მთავარია, როგორ უნდა გააუმჯობესოს და დაძლიოს პრობლემა
„თითოეულს თავისებურად უნდა მოექცე და არ შეიძლება ერთნაირად გამოიყენო რაიმე
მიზნისთვის, ასეა ადამიანის ნიჭიც. მოიპოვებიან ისეთი ბედნიერებიც, რომლებიც ყველაფერს
ჩაწვდებიან, მაგრამ არანაკლებად გვეჩვენებიან ისეთებიც, რომლებიც რიგ საგნებში საკვირველ
გონებაჩლუნგობას იჩენენ, ზოგი განყენებულ მეცნიერებაში ნამდვილი არწივია, ხოლო პრაქტიკული
სიბრძნის თვალსაზრისით ისეთია, როგორც ვირი ჩანგის დაკვრაში. მეორეს ყველაფრის ნიჭი
აქვს, მაგრამ მუსიკაში უჭირს, ასევე ემართება ზოგს მათემატიკაში, ზოგს პოეზიაში, ზოგს
ლოგიკაში და როგორ უნდა მოვიქცეთ აქ? არ უნდა ვუბიძგოთ მოსწავლეს იმისკენ, რაც მის
ნიჭს არ შეეფერება, რადგან ეს ბუნებასთან ბრძოლა იქნებოდა, ხოლო ბუნებასთან ბრძოლა
ფუჭი საქმეა“. (ი.ა. კომენსკი)
მეოცე საუკუნის დასაწყისში დ. უზნაძემ მისი დირექტორობის დროს ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა, ის ფიქრობდა რომ ნიშნებით შეფასება მასწავლებელსა და მოსწავლეს, მოსწავლესა და მშობელს, ასევე მშობელსა და მასწავლებელს შორის უსიამოვნების გამოწვევი მიზეზი იყო. ნდობის ატმოსფეროს არ ქმნიდა რაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებისთვის. უძნაზემ მასწავლებლებს სამუშაო დატვირთვა გაუზარდა, მათ თითოეულ მოსწავლეზე ჰქონდათ ინდივიდუალური აღრიცხვის რვეული, სადაც იწერდნენ ამ მოსწავლის სუსტ და ძლიერ მხარეებს, დაკვირვების შედეგებს და რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა გაეუმჯობესებინა მოსწავლეს სუსტი მხარეები. ამ მიდგომამ სერიოზული დადებითი შედეგები გამოიღო და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოსწავლეთა სწავლის და ცოდნის ხარისხი.
მასწავლებელმა არ უნდა გამოიყენოს ისეთი კომენტარები, რომელიც შეურაცხჰყოფს მოსწავლეს, დათრგუნავს და მოტივაციას შეუმცირებს. მაგ. სულელური პასუხია, ასეთი რამ თავში როგორ მოგივიდა? და ა.შ.
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია თვით
და ურთიერთ შეფასება, მოსწავლემ მუდმივი და ობიექტური მონიტორინგი უნდა გაუწიოს საკუთარ ცოდნას და სწავლების პროცესს. მნიშვნელოვანია რომ მან დაუსვას საკუთარ თავს კითხვები :
·
რა ვისწავლე დღეს ახალი?
· რომელი ინფორმაცია იყო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო?
· რა იყო რთული?
· რა მიშლიდა ხელს მუშაობაში?
განმავითარებელი შეფასების რამდენიმე პოზიტიური ნიშანი:
10. განმავითარებელი შეფასება აძლიერებს
მოსწავლის რეფლექსიას სწავლის პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ამით ის
ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებასა და თვითმონიტორინგს.
11.
განმავითარებელი შეფასებისას მოსწავლეთა აზროვნებისა და შემეცნების პროცესები
უფრო თვალსაჩინო ხდება როგორც თვით მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლისათვის. ეს ეხმარება
მასწავლებელს ადეკვატური მეთოდებისა და სასწავლო რესურსების შერჩევაში.
12.
განმავითარებელი შეფასება მოსწავლეს ეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რას სწავლობს
და რამდენად კარგად ეუფლება ცოდნას.
13.
განმავითარებელი შეფასება გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად მზადაა
ბავშვი, რომ ცოდნა და უნარები ახალ სიტუაციებში გამოიყენოს.
14.
განმავითარებელი შეფასება გვეხმარება სწავლების დიფერენცირებაში, ჯგუფების სწორად
დაკომპლექტებასა და მოსწავლეებისთვის ადეკვატური დავალებების შერჩევაში.
15. მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებით
მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს ჩატარებული გაკვეთილის
ეფექტურობა.
16. განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს
მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარების განვითარებას.
17.
განმავითარებელი შეფასება ეხმარება სასწავლო პროცესის მონაწილეებს კონსტრუქციული
უკუკავშირის გაცემასა და გამოყენებაში (მასწავლებელიმოსწავლე, მოსწავლე-მოსწავლე, მოსწავლე-მასწავლებელი).
18. განმავითარებელი შეფასების მეშვეობით
მასწავლებელი იღებს ინფორმაციას და გადაწყვეტილებებს სწავლების პროცესში დაუყოვნებლივ
ან მოგვიანებით შესატანი შესწორებების შესახებ.
19. განმავითარებელი შეფასება კომფორტს
უქმნის და თავდაჯერებას მატებს მოსწავლეს მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვისას. ხშირად
გამოიყენეთ განმავითარებელი შეფასება. არასდროს დახუჭოთ თვალი მოსწავლის სისუსტეზე,
მიუთითეთ , მაგრამ კორექტულად. დაიწყეთ პოზიტიურით, შეაქეთ მისი ძლიერი მხარე, თუნდაც
უმნიშვნელო და შემდეგ გადადით პრობლემაზე. დაასრულეთ იმით, რომ გჯერათ ყველაფერი გამოუვა.
თქვენი მოლოდინი პირდაპირპროპორციულად აისახება მის ქცევაზე. როცა დაბრკოლება გვხვდება,
ხანდახან ზრდასრულებიც უძლური ვართ მარტო გადავლახოთ. ბავშვებს კი განსაკუთრებით ჭირდებათ გზის ჩვენება,
რჩევა თუ როგორ დააღწიონ თავი სირთულეს. მიეცით რჩევა, ასწავლეთ და მუდამ აღნიშნეთ
მისი მონდომება და მიღწევა. მოკლე დროშიც კი დაინახავთ ასეთი ქცევის დადებით შედეგს.
https://parentsblogblog.wordpress.com/2016/04/04/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%8
3%98%E1%83%92%E1%83%95%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%
91%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9%95%E1%83%98%E1%83
%9 7%E1%83%90/
განმავითარებელი შეფასების სტრატეგიებია:
2.სასწავლო მიზნებისა და წარმატების კრიტერიუმების ცხადად ჩამოყალიბება, გაზიარება და გააზრება მოსწავლეებთან ერთად;
3.
ეფექტური საკლასო დისკუსიების, შეკითხვების, აქტივობებისა და დავალებების აგება, რომლებიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გამოამჟღავნონ და მკაფიოდ წარმოაჩინონ ფაქტები სწავლის შესახებ;
4. მოსწავლეებისთვის ისეთი უკუკავშირის
მიწოდება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ წინსვლას;
5. საკუთარ სწავლაზე მოსწავლეთა პასუხისმგებლობის
გაზრდა;
6. მოსწავლეთა გააქტიურება, რომ ერთმანეთისთვის
სასწავლო რესურსის როლი შეასრულონ. მასწავლებელი მოსწავლეებს უნდა აწვდიდეს ცხად, აღწერით,
კრიტერიუმებზე დაფუძნებულ უკუკავშირს, რომელიც მათ მკაფიოდ აუხსნის:
·
“სად” არიან ისინი ამჟამად განვითარების
საკუთარ ტრაექტორიაზე;
·
რით განსხვავდება მასწავლებლის მიერ მიცემულ
დავალებებზე მათი პასუხები დასახულ მიზნებში ნაგულისხმები (სანიმუშო) პასუხებისგან;
·
როგორ შეიძლება
წაიწიონ წინ, დასახული მიზნისკენ.
მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის მიწოდებული უკუკავშირი
უნდა იყოს დროული, კონკრეტული, საკმაოდ დეტალური და მოიცავდეს რეკომენდაციებსაც იმის
თაობაზე, როგორ წაიწიოს წინ, მიზნისკენ, მოსწავლემ, როგორ “ისწავლოს
სწავლა”. მოსწავლეები გაცილებით მეტ სარგებლობას
მიიღებენ უკუკავშირისგან, თუ იგი ფოკუსირებული იქნება დავალებაზე და არა ნიშნებზე ან
ქულებზე; ახსნის, რატომ არის მართებული ან მცდარი ესა თუ ის დებულება ან მოქმედება;
დაკავშირებული იქნება სწავლის მიზნებთან, ცხადად წარმოაჩენს, რა არის უკვე მიღწეული
და რა – ჯერ კიდევ მიუღწეველი; მოიცავს სპეციფიკურ სტრატეგიებს შედეგების გასაუმჯობესებლად. [ განმავითარებელი შეფასების განხორციელების სტრატეგიები
და მეთოდები 13 დეკემბერი, 2013 გიორგი ნოზაძე ]
სასურველი აკადემიური შედეგის მისაღწევად მასწავლებლებს შეუძლიათ ყოველდღიურად ადევნონ თვალი, თუ საით მიდიან მოსწავლეები. განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც შეძენილ ცოდნასა და უნარებს აფასებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმისთვის გამოდგება, რომ გავარკვიოთ, მივაღწიეთ თუ არა შედეგს. ამგვარი შეფასება მნიშვნელოვანია, როცა მოგზაურობის კონკრეტული მონაკვეთი დასრულდება – მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა ნახონ, მიაღწია თუ არა მოსწავლემ, მაგალითად, A პუნქტს, ან იქნებ გზა აებნა და მოხვდა B პუნქტში. მასწავლებელს შეუძლია მუდმივი თვალყურის დევნებით და მიმართულების მიცემით დაეხმაროს მოსწავლეს, რომ ის არ აცდეს გზას. ეფექტური განმავითარებელი შეფასება ყველაზე საიმედო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გზას არ გადაუხვიონ.
გამოცდილი მასწავლებლები ხშირად მიმართავენ განმავითარებელ შეფასებას, თუმცა ზოგჯერ არ არქმევენ ამ სახელს და არ გამოყოფენ ცალკე, როგორც სწავლებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს. ალბათ ამის გამოცაა, რომ პირად საუბრებში, როცა მასწავლებლებს ვეკითხებით, იყენებენ თუ არა განმავითარებელ შეფასებას, ისინი გვპასუხობენ, იშვიათად ვიყენებთ, ამისთვის დრო თითქმის არ გვჩებაო.მასწავლებლები განმავითარებელ შეფასებას ძირითადად აღიქვამენ, როგორც მოსწავლეთა დავალებებზე გაკეთებულ წერილობით კომენტარს/უკუკავშირს.
განმავითარებელი შეფასების განმარტება
განათლების სპეციალისტებმა განმავითარებელი შეფასების არაერთი განმარტება შემოგვთავაზეს მას შემდეგ, რაც პირველად გამოიყენეს ეს ტერმინი (Wiliam, 2011). თუ ამ დეფინიციებს შევაჯამებთ, დაახლოებით ასეთ განმარტებას ჩამოვაყალიბებთ: განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით, სწავლების სტრატეგიითა თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის შეგროვებას მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონეზე და ამ ინფორმაციის გამოყენებას მათი პროგრესის ხელშესაწყობად. სტატიაში იმ საშუალებებს, რითაც
მსგავს ინფორმაციას ვაგროვებთ, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს ვუწოდებთ.
ნებისმიერი აქტივობა თუ სწავლების სტრატეგია შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თუკი იგი ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და რატომ, გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, ნათელი წარმოდგენა შეიქმნან, თუ რა გზით უნდა წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღწევად. მეორე მხრივ, ერთი და იგივე აქტივობა ან სტრატეგია ზოგჯერ შეიძლება ემსახურებოდეს განმავითარებელი შეფასების პროცესს და ზოგჯერ – არა. მაგალითად, კითხვების დასმა ცნობილია, როგორც განმავითარებელი შეფასების მძლავრი ინსტრუმენტი. თუმცა ზოგ შემთხვევაში კითხვების დასმა ქმნის განმავითარებელი შეფასების საფუძველს, ზოგ შემთხვევაში კი – არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გვაძლევს საშუალებას კითხვები, გავიგოთ მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე (იხ. მაგალითი განმავითარებელი
შეფასების ინსტრუმენტების ქვეთავში). მსგავსი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტიც (მაგ., ტესტი) ზოგ შემთხვევაში შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად. მაგალითად, თუ ტესტში ქულებს კი არ დავწერთ, არამედ მოსწავლეებს დავყოფთ მცირე ჯგუფებად და ვთხოვთ, პასუხები შეადარონ წყვილებში, შეარჩიონ პასუხი, რომელიც, მათი აზრით, უფრო ადეკვატურია და ახსნან, რატომ ჩათვალეს ასე – ეს აქტივობა უკვე შეიძლება
ჩაითვალოს განმავითარებელი შეფასების პროცესად. ამ პროცესის საფუძვლად სწორედ განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტი იქცა.
როგორ ეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს? განმავითარებელი შეფასება მას აძლევს საშუალებას, შეამოწმოს მოსწავლეების გაგების/გააზრების დონე და შესაბამისად დაგეგმოს სწავლების პროცესი. მასწავლებელს შეუძლია დაფიქრდეს სასწავლო პრაქტიკაზე და თითოეული ბავშვის მიღწევებზე; იმაზე, თუ რა დაეხმარება მას თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
ძირითადი განსხვავება განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს შორის ისაა, რომ განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს. ეს არის ინტერვენცია რეალურ დროში, რაც გვეხმარება, დროულად აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები და მიმართულება მივცეთ მას, სანამ ცოდნას ნიშნით/ქულით შევაფასებთ.
შესაბამისად, ასეთი შეფასება არ გამოიხატება ნიშნით/ქულით, მაშინ როცა განმსაზღველი შეფასება უკვე კონკრეტული მასალის ათვისებას/უნარების განვითარებას აფასებს სკალის გამოყენებით და ნიშნით/ქულით გამოიხატება.
არასწორი შეხედულებები განმავითარებელი შეფასების შესახებ
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე არასწორ შეხედულებას განმავითარებელ შეფასებასთან დაკავშირებით.
განმავითარებელი შეფასება მასწავლებლისგან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს . სინამდვილეში განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები სულაც არ მოითხოვს ბევრ დროს. მაგალითად, მასწავლებლები ისედაც უსვამენ კითხვებს მოსწავლეებს და შეიძლება ეს კითხვები ისე დავსვათ, რომ მათ განმავითარებელი ფუნქცია შეიძინონ.
განმავითარებელი შეფასება არის მასწავლებლის კომენტარი კომენტარი, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი, არის განმავითარებელი შეფასების მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
განმავითარებელი შეფასება არის მოსწავლის შექება თუკი მოსწავლეს ვეტყვით: „ყოჩაღ“, „კარგი გოგო/ბიჭი ხარ“ და ზუსტად არ განვუმარტავთ, რა გააკეთა კარგად, მაშინ შექება ვერ იქნება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი.
კლასის წინაშე დასმული კითხვა „გასაგებია?“ არის განმავითარებელი შეფასება კითხვები განმავითარებელი შეფასების კარგი ინსტრუმენტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალი დონის სააზროვნო უნარებზეა გათვლილი. შესაბამისად, კლასის წინაშე დასმული ისეთი კითხვები, როგორიცაა „გაიგეთ?“ ან „არის რამე, რაც ვერ გაიგეთ?“ არ არის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი.
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები ის, თუ რა გამოდგება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, თავადაც შეგიძლიათ მოიფიქროთ. არსებობს უამრავი ინსტრუმენტი, რომლებიც მასწავლებლებმა შემოგვთავაზეს – გამოსცადეს და გაუზიარეს უამრავ სხვა მასწავლებელს. მაგალითად, ერთმა მასწავლებელმა მოიფიქრა ასეთი აქტივობა: მოსწავლეებს უთხრა, გაკვეთილის ახსნისას თუკი რამეს ვერ გაიგებთ, ხელი აწიეთო. თუ მოსწავლე ხელს აწევს, მასწავლებელი სხვა მოსწავლეს უსვამს შეკითხვას და სთხოვს, განმარტოს გაუგებარი ცნება. ეს მასწავლებელი იხსენებს, თავიდან საშინელება იყო, რადგან მუდმივად აწეული ჰქონდათ ხელი მოსწავლეებს, რომ კითხვა მათთვის არ დამესვაო. თუმცა პროცესი დარეგულირდა და ეს სტრატეგია უკვე ძალიან კარგად მუშაობს.
რაც
შეეხება უკვე გამოცდილ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს, მათ შორისაა ერთწუთიანი ესე, შემაჯამებელი ბარათები, თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება, “შუქნიშანი” და ა. შ. გთავაზობთ რამდენიმე საკმაოდ ცნობილ ინსტრუმენტს, რომლებსაც დღეს უამრავი მასწავლებელი იყენებს.
შემაჯამებელი ბარათები გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს პატარა ფურცლებს – „შემაჯამებელ ბარათებს“, სთხოვს, ანონიმურად უპასუხონ ერთ ან ორ შეკითხვას და დატოვონ მაგიდაზე. ბარათებს რომელიმე მოსწავლე აგროვებს.
კითხვები შეიძლება იყოს ქვემოთ მოცემულის მსგავსი, ან სულაც თქვენ მიერ შერჩეული.
Ø დაწერეთ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დღეს პირველად გაიგეთ. რატომ არის ეს საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანი?
Ø რა ვისწავლე დღეს?
Ø როგორ გამოვიყენებ ამ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში?
Ø რომელი საკითხი დარჩა ბუნდოვანი და რატომ? შემაჯამებელი ბარათები გამოგადგებათ, გაარკვიოთ, თუ რა უჭირთ მოსწავლეებს, როგორ წარიმართა თქვენი გაკვეთილი, მიაღწიეთ თუ არა მიზნებს.
მომდევნო გაკვეთილზე აუცილებლად გააკეთეთ წინა გაკვეთილის მცირე შეჯამება და ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხებზე, რომლებიც მოსწავლეებმა აღნიშნეს ბარათებში. იმის მიხედვით, თუ რომელ კლასში შეგაქვთ შემაჯამებელი ბარათები, პასუხები შესაძლოა განსხვავდებოდეს. ზოგჯერ მოსწავლეები შეიძლება ზერელედ მოეკიდონ ბარათების შევსებას, თუმცა თუ მათ დაანახებთ, რა შედეგი მოჰყვება პასუხების გაცემას, მათი დამოკიდებულებაც შეიცვლება.
კითხვების
დასმა
კითხვების
დასმა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტია, თუმცა საგულისხმოა
ის, რომ ნებისმიერი კითხვა ვერ ემსახურება განმავითარებელ შეფასებას. თუ კითხვა მაღალი
დონის სააზროვნო უნარებს კი არა, მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას ამოწმებს, მასწავლებელი ვერ
იგებს, რამდენად გაიაზრა მოსწავლემ ახალი მასალა. მაგალითად, კითხვა – „რომელ წელს
ავიდა ტახტზე დავით აღმაშენებელი?” არ ემსახურება განმავითარებელ შეფასებას. თუმცა
შემდეგი კითხვა – „რომელი აქტივობა უფრო ეფექტურია გულის მუშაობის სტიმულირებისთვის
– სიარული, სირბილი, გოლფის თამაში, პარაშუტით ხტომა თუ ველოსიპედით სეირნობა?“
(Clarke, 20015, p.9) შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების მიზნით. როცა
მოსწავლეებმა გულის მუშაობის ზოგადი პრინციპები იციან, ასეთი კითხვა ნამდვილად დაგვანახებს,
რამდენად ღრმად აქვთ გააზრებული საკითხი.
ტექნოლოგიები და განმავითარებელი შეფასება
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო მარტივი ხდება განმავითარებელი შეფასების გამოყენება. არსებობს სხვადასხვა აპლიკაცია, რომლებიც განმავითარებელი შეფასებისთვის შეიძლება გამოყენოს მასწავლებელმა (ბიბლიოგრაფიაში იხილეთ ლინკი ინგლისურენოვანი ვებგვერდიდან Edutopia; ინგლისურის მასწავლებელთან ერთად ნახეთ, რამდენად მზად ხართ, გამოიყენოთ ტექნოლოგიები განმავითარებელი შეფასების მიზნით).
ასევე შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი აქტივობა, რომელიც მოსწავლეების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებას წაახალისებს და თან განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტადაც გამოდგება: დაავალეთ მოსწავლეებს, გააკეთონ რეკლამა ახლად შესწავლილ ცნებასთან დაკავშირებით. მათ უნდა მოიფიქრონ ტექსტი და შესაბამისი ვიზუალიზაცია ახალ მასალაში გამოყენებული ცნებების გასაგებად. ეს აქტივობა დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ იმის თაობაზე, თუ რა და როგორ გაიგეს მოსწავლეებმა.
კომენტარი/უკუკავშირი
კომენტარი/უკუკავშირი განმავითარებელი
შეფასების ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ინსტრუმენტია. მკვლევარებმა 600-ზე მეტი
კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ არსებობს წამახალისებელი უკუკავშირი და უკუკავშირი,
რომელიც უარყოფითად მუშაობს – წახალისების ნაცვლად გულს უცრუებს სწავლაზე მოსწავლეს
და აუარესებს აკადემიურ შედეგებს (Kluger and DeNisi, 1996). მსგავსად ფორმულირებულმა
უკუკავშირმაც კი შეიძლება სხვადასხვაგვარად იმუშაოს მოსწავლეზე, რომელიც წარმატებაზე
ორიენტირებულია (მისთვის უკუკავშირი მნიშვნელოვანია, რათა გააუმჯობესოს მოსწრება) და
მოსწავლეზე, რომელიც ყველა გზით ცდილობს, თავი აარიდოს წარუმატებლობას. ამიტომ მასწავლებელმა
უნდა ეცადოს, ისე მიაწოდოს უკუკავშირი ცუდი შედეგის მქონე მოსწავლეს, რომ ეს შედეგი
არ იქნას ინტერპრეტირებული, როგორც წარუმატებლობა. მეორე მხრივ, მასწავლებელმა უნდა
დაანახოს მოსწავლეებს, რომ ძალისხმევა და გაუმჯობესებული შედეგი ერთმანეთთან მჭიდრო
კავშირშია (Marzano, 2001).
დაკვირვება, როგორც განმავითარებელი შეფასება
დაკვირვება ასევე ითვლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად. ამ დროს მასწავლებელს შეუძლია აირჩიოს დაკვირვების რამდენიმე ობიექტი, ან დააკვირდეს მთელ კლასს, მაგრამ აირჩიოს კონკრეტული თემა (მაგ., კომუნიკაცია). მასწავლებელს შეუძლია მთელი კლასის წინაშე გააკეთოს კომენტარები, ან ინდივიდუალურად
გაესაუბროს მოსწავლეებს, შეაჯამოს დაკვირვების შედეგები და გამოიყენოს სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ ნებისმიერი აქტივობა თუ სტრატეგია განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი ხდება მხოლოდ მაშინ, თუკი მასწავლებელი და მოსწავლე (გარდა იმისა, რომ გაარკვევენ, როგორია მოსწავლის პროგრესი, რას ვერ იგებს ის) იპოვიან გზებს, როგორ უნდა გაიაზროს მოსწავლემ ესა თუ ის საკითხი. შესაბამისად, განმავითარებელი
შეფასების ვერ ერთი ინსტრუმენტის გამოყენება ვერ ჩაითვლება ეფექტურად, თუკი საბოლოო შედეგი არ იქნება საკითხის/ცნების ღრმად გაგება/გააზრება თუ უნარის ათვისება.
როგორც აღვნიშნეთ, თავად შეგიძლიათ შექმნათ/შემოგვთავაზოთ განმავითარებელი შეფასების აქტივობები, გამოსცადოთ, თუ როგორ მუშაობს ეს კლასში და გაუზიაროთ სხვა მასწავლებლებს. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.
http://mastsavlebeli.ge/?p=11953
განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელი სწავლის შედეგის გაუმჯობესება, ეხმარება მათ ადეკვატური თვითშეფასების, სხვათა შეფასების უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში. აქედან გამომდინარე განმავითარებელი შეფასების მიზნებია: #სწავლის პროცესის/არსებული საჭიროებების შეფასება; #პროგრესის მონიტორინგი; #დამოუკიდებლობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; #ცოდნის თვითშეფასება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა. უკუკავშირი კონკრეტულ საქმიანობაზე, სიტუაციებზე კომენტირების პროცესია. იგი ხელს უწყობს სასწავლო მიზნებისმიღწევას. ის არის ერთ– ერთი საშუალება, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ მიდის სწავლისპროცესი, რა წარმატებები და სირთულეები ფიქსირდება. უკუკავშირი უნდა მიმდინარეობდეს კეთილგანწყობილგარემოში და აძლევდეს მოსწავლეს გეზს, თუ რა აქტივობა უნდა განხორციელდეს მიზნის მისაღწევად. მასწავლებელმა უკუკავშირის დროს, პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, თუ რა აქვს მოსწავლეს კარგად შ ესრულებული, შეცდომებისარსებობის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს მას კონკრეტული რეკომენდაციები, რა გზებით უნდა გაიუმჯობესოს შედეგი.უკუკავშირისას მოსწავლე საკუთარი მიღწევების გამო განიცდის კმაყოფილებას, აცნობიერებს არსებულ სისუსტეებს დარეკომენდაციების საფუძველზ ე ცვლილებები შეაქვს სწავლის პროცესში
წერილობითი უკუკავშირი არის მოსწავლისთვის წერილობითი სახით კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება მისი ნამუშევრების შემოწმების შემდეგ. წერილობითი კომენტარის გამოყენება შეგვიძლია საშინაო დავალების, დამოუკიდებელი საკლასო სამუშაოს, თუ პორტფოლიოს შეფასებისთვის.
უკუკავშირისას – მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჯერ აღნიშნავს ნამუშევრის ძლიერ მხარეს. თუ შეცდომები არ არის, ის აწოდებს რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიწოდებისას მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს – შეხსენება და თანმიმდევრული დახმარება. თანმიმდევრული
დახმარება შეიძლება განხორციელდეს შეკითხვების დასმის, აღწერისა და მაგალითის/ნიმუშის შეთავაზების ფორმით.
Комментариев нет:
Отправить комментарий