პრობლემის ანალიზი
განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების ფონზე ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიგვაჩნია განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობის უგულებელყოფა.
პრობლემაა ის, რომ მასწავლებელთა დიდი ნაწილი უბრალოდ საჭიროდ არ თვლის განმავითარებელი კომენტარების საჭიროებას და აუცილებლობას. პრობლემაა
განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების ცოდნის დაბალი დონე მასწავლებელთა მხრიდან.
ოფიციალურ დოკუმენტებში, საკლასო ჟურნალში(მატერიალურსა თუ ელექტრონულში) , ყველგან იწერება მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასება, ანუ ქულები. შესაბამისად მასწავლებლებისთვისაც პრიორიტეტი სწორედ ქულებით შეფასებაა და არა განმავითარებელი კომენტარები.
საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე
დავასკვენით,რომმოსწავლეებს უჭირთ საკუთარი თავის თვითშეფასება და ერთმანეთის შეფასება.ყველაზე ყურადსაღებია ისიც,რომ აქვთ პასიური და ზერელე დამოკიდებულება განმავითარებელი შეფასების მიმართ.მთავარია მათთვის განმსაზღვრელი და არა განმავითარებელი შეფასება.ჩვენ გვსურს გავზარდოთ მოსწავლეებში განმავითარებელი შეფასების როლი,დავანახოთ მათ მისი აუცილებლობა.
დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები ღებულობენ მასწავლებლებისგან მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას, მაგრამ მაღალ კლასებში აცნობიერებენ რა იმას, რომ საკლასო ჟურნალებში იწერება მხოლოდ განმსაზღვრელი შეფასება, მათ თვალში ფასი ეკარგება სიტყვიერ კომენტარებს. მათი ყურადღება მიმართულია მხოლოდ ქულებისკენ.
მეორე და მესამე საფეხურის მასწავლებლებისთვისაც უფრო ყურადსაღები და მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი შეფასება, რადგან ოფიციალურ დოკუმენტებში აქცენტი კეთდება განმსაზღვრელ შეფასებაზე. საკლასო ჟურნალებში იწერება მხოლოდ ქულები და არა სიტყვიერი კომენტარები.
იმისთვის, რომ უკეთ შეგვძლებოდა ჩვენი მიზნების განსაზღვრა
და ასევე თვითშეფასებისთვის საკუთარ თავსაც დავუსვით კითხვები კვლევის დასაწყისში?
•
რამდენად სწორად ვფლობთ განმავითარებელი შეფასების ტექნიკას?
•
რა ვიცით განმავითარებელ შეფასებაზე?
•
რამდენად ხშირად ვიყენებთ მას პრაქტიკაში?
•
რამდენად ეფექტურია ის მოსწავლეებისთვის?
სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებამ ერთგვარად განსაზღვრა
კვლევის შემდგომი მიმდინარეობაც და გაგვიადვილა ნავიგაცია კვლევის შემდეგ ეტაპზეც.
ასევე მნიშვნელოვანია მომდინარეობს თუ არა ჩემ მიერ არჩეული საკვლევი თემა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან?
მაქვს თუ არა ამის განსახორციელებლად საკმარისი შესაძლებლობები, თუ ზედმეტად ვარ დამოკიდებული სხვა პიროვნებებსა და ინსტანციებზე?
არიან თუ არა კოლეგები მზად ჩემთან თანამშრომლობისთვის?
რამდენად მნიშვნელოვანია საკვლევი თემა ჩემი პროფესიული ზრდისთვის, ჩემი სკოლისა და მოსწავლეებისათვის?
მიზანი
ჩვენი კვლევის მიზანია განმავითარებელი შეფასების გააქტიურება სასკოლო საზოგადოებაში,
სწავლის შედეგის, სწავლის პროცესის გაუმჯობესება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, განმავითარებელი შეფასების როლის გააქტიურება და გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში, მოსწავლეების დახელოვნება და ჩართვა შეფასების რუბრიკების შემუშავების პროცესში.
ჩვენი მიზანია მოსწავლეებში განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობის გააზრება და მისი ეფექტური გამოყენება,გავაუმჯობესოთ სწავლის პროცესი და სწავლის
შედეგი,ავამაღლოთ მოსწავლეებში მოტივაცია, ვასწავლოთ შეფასების სტრატეგიების ფლობა. საკუთარ სწავლაზე მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გაზრდა;
Комментариев нет:
Отправить комментарий